ზურაბიშვილი "ოცნების" პროდუქტია, მათ ერთობლივ შოუებს არავინ ჭამს - დიმიტრი შაშკინი

13.02.23 13:10
ზურაბიშვილი "ოცნების" პროდუქტია, მათ ერთობლივ შოუებს არავინ ჭამს - დიმიტრი შაშკინი

 "სალომე ზურაბიშვილი არის "ქართული ოცნების" პროდუქტი" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობოს" წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტი და მმართველი გუნდი "შოუებს ამერიკისა და ევროპისთვის ქმნიან". 

სალომე ზურაბიშვილი არის "ქართული ოცნების" პროდუქტი, ის მთავრობის ნაწილია და ეს დადგმული სპექტაკლები, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და ამერიკისთვის რაღაც შოუების დადგმას, ამას არავინ არ "ჭამს". არავის სჯერა მათი"- აცხადებს დიმიტრი შაშკინი. 

მსგავსი სიახლეები