არტისტის პერფორმანსზე პოლიციით დევნა სიბრიყვეა - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არტისტის პერფორმანსზე პოლიციით დევნა სიბრიყვეა.
ავტორმა რაღაც მიაწერა კედელზე, ვიღაც ხალხი იძახის, რომ ეს კრიმინალია, ვიღაცამ თქვა, რომ ქურდობაა. ქურდობა ნიშნავს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას, ქურდობა სად იყო იქ, მე არ მესმის, ამიტომ ეს სიბრიყვე მგონია. ბოლოს მიხვდებიან, რომ სიბრიყვესთან აქვთ საქმე და დაანებებენ თავს,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
მომხდარიდან მალევა გომელაურის უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ფაქტს ხელოვანების პროტესტი მოჰყვა.