შევალთ თუ არა პარლამენტში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ციხეს მელია - კობა ნაყოფია

06.05.21 17:27
შევალთ  თუ არა პარლამენტში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ციხეს მელია - კობა ნაყოფია

შევა თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ციხეს ნიკა მელია - ეს განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, კობა ნაყოფიამ, რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გააკეთა. 

მისი თქმით, ნიკა მელიას პოზიცია ამნისტიის კანონთან დაკავშირებით უცვლელია. 

ნაყოფია ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის კანონპროექტი ნიკა მელიას ციხეში ჩასატოვებლად შეიმუშავა. 

ამნისტიის კანონი კი არ შეიტანეს განსახილველად პარლამენტში, არამედ შეიტანეს კანონი მელის ციხეში ჩასატოვებლად. "ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის კანონზე ნიკა მელიას პოზიცია წინასწარ იცის, თუმცა მაინც ითხოვენ თანხმობას. ასეთი პრეცენდენტი მსოფლიო იურისპოდენციაში არ არსებობს - ამბობს კობა ნაყოფია. 

მისი თქმით, იქნება თუ არა ნიკა მელია ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ამაზე საუბარი ,,ენმ"-ს თავმჯდომარის ციხიდან გამოშვების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერი აქვს. პირდაპირ მითხრა: სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდეო. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას ისე, სანამ არ დაველაპარაკები როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობსო. ასევე, რა თქმა უნდა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობას" - თქვა მან.