სპექტაკლში თავისი როლი აქვს - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი "ოცნებასთან" შეთანხმებით მოქმედებს

13.02.23 14:01
სპექტაკლში თავისი როლი აქვს - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი "ოცნებასთან" შეთანხმებით მოქმედებს

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის რეალური დაპირისპირება არ არსებობს. 

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ "დიდ სპექტაკლში ზურაბიშვილს ეს როლი აქვს".

გარკვეული პერიოდის წინ, თუ ადამიანებს ჯერ კიდევ რაღაც იმედი ჰქონდათ - ზურაბიშვილისგან მოისმენდნენ ნახევრად სიმართლეს და უხაროდათ, ესეც გახნდა, რადგან ხედავენ, რომ ფეისბუქსტატუსებისა და ბრიფინგების იქით არაფერი არ მიდის"- აცხადებს ჯაფარიძე. 

გიორგი ვაშაძეც დარწმუენბულია, რომ პრეზიდენტი და მმართველი გუნდი შეთანხმებულად მოქმედებენ. 

განცხადებებზე უფრო შორს  ეს ქალბატონი არ წასულა. ეს 100%-ით მაფიქრებინებს მაფიქრებინებს ის შეთანხმებულად მოქმედებს "ქართულ ოცნებასთან"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები