ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ, იმედია, იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს - სააკაშვილი "შაბათის ეთერის" კადრებზე

13.02.23 14:35
ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ, იმედია, იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს - სააკაშვილი "შაბათის ეთერის" კადრებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანება. 

პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს მსახიობ ბუბა კიკაბიძისთან შეხვედრის ეპიზოდზე: 

ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თვითონ ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ გამაჩერა, მაკოცა და მითხრა “მიშა, მიყვარხარ”. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მოვისმინე. მეც მინდა ვუპასუხო ახლა - ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ (იმედია იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს"- წერს მესამე პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები