პოლიტიკური თავდასხმაა - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ნახატების წაღებაზე
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია პირველ განმარტებას აკეთებს - პრეზიდენტის მრჩეველი სასახლეში გენინსპექციის გამოჩენას და ექსპონატების გატანას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
კონსტანტინე ნაცვლიშვილის თქმით, სვიმონ დადიანის ნამუშევრები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და შუამდგომლობით პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს [ხელოვნების სასახლეს] გადმოსცა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, დაახლოებით, 30 ნამუშევრიდან 5 ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, სვიმონ დადიანის ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარეს:
რაც ეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას, ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარეს. ისინი, თავის დროზე, დასაწყობებული იყო ამერიკაში, ამერიკიდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან საქართველოში, იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული და აი ამ ათეულობით ნამუშევრიდან ხელოვნების სასახლის მიერ მხოლოდ 5 ნამუშევარი შეირჩა ორბელიანების სასახლეში გამოსაფენად. შესაბამისად, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში"- ნაცვლიშვილმა.
ის არ ადასტურებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ნამუშევრების სასახლეში გამოფენისთვის განკუთვნილი დრო წინა წელს ამოიწურა.
ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში.
ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, და შესაბამისად, ეს ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, რომელსაც იცავს საქართველოს უშიშროების სამსახურიდან დაწყებული სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.
ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ასევე თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული", - თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში რამდენიმე საათის წინ შევიდა.
წულუკიანის უწყების გადაწყვეტილება დროში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილის ღია კრიტიკას, როცა პრეზიდენტმა ხელისუფლება მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო გააკრიტიკა.