ღირსების ქვევით თავდამბლობა საქართველოსთვის საზიანო იქნება - ხუნდაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
"ევროპა უნდა დაბრუნდეს ევროპაში", - ასე აფასებს " ხალხის ძალას" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის დასანქირების შესახებ ახალ რეზოლუციას.
ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ირწმუნება, რომ ღირსების ქვევით თავმდაბლობა საქართველოსთვის საზიანო იქნება.
მე ვფიქრობ, ევროპარლამენტი უკვე ხშირად სცდება იმ საკითხებს, რაც ისინი ამ ხარისხის აქტივობას არ უდნა ახორციელებდნენ. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ევროპა ასცდა საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ ევროპა უნდა დაბრუნდეს თვითონ ევროპაში და შემდეგ მას უნდა მიჰყვეს საქართველო. ეს პრობლემა რაც სწრაფად მოგვარდება, ის სარგებლიანი იქნება თვითონ ევროპისთვის და სარგებლიანი იქნება საქართველოსთვისაც. ასე რომ, ევროპასტან მიმართებაში ღირსების ქვევით თავმდაბლობა საქართველოსთვის არ იქნება მომგებიანი და თუკი ევროპა ფიქრობს, რომ საქართელო არის მეორადი ქვეყანა და ასე უნდა წარმოჩინდეს ევროპაში, მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და საზიანოა პარტნიორული ურთიერთობისთვისაც, - თქვა ხუნდაძემ.