ჩხარტიშვილს ვაშაძეზე აქვს ინვესტიცია - ნონა მამულაშვილი

06.05.21 17:50
ჩხარტიშვილს ვაშაძეზე აქვს ინვესტიცია - ნონა მამულაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის, განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ვანო ჩხარტიშვილთან კავშირზე აპელირებს.

მამულაშვილი მიიჩნევს, რომ  მელიაზე თავდასხმებით გიორგი ვასაძე პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს. 

ადამიანი (ჩხარტიშვილი), რომელსაც გაყვლეფილი ჰყავს საქართველო, რომელსაც ბიზნესი ჰყავს გაკოტრებული, რომელიც ჩადის კრიმინალურ ქმედებებს, რომელიც პოლიტიკაში ერევა ძალიან აქტიურად და ყოველთვის იყენებს ამისთანა აქტორებს და ამ შემთხვევაში გიორგი ვაშაძეზე აქვს ინვესტიცია ჩადებული იმისათვის, რომ ეს წამოწიოს... ჯერ პრემიერობა სურდა, ახლა მერობა სურს, მომავალში ალბათ სკოლის დირექტორობას მოისურვებს და საბოლოო ჯამში, სახლში დაჯდება დიასახლისად. მე ვერ ვხედავ ვაშაძეს, როგორც შემდგარ პოლიტიკოსს და ძალიან სამწუხაროა, რომ თავის პოლიტიკურ ქულების ჩაწერას ცდილობს ნიკა მელიას შეურაცხყოფის ხარჯზე", - ამბობს ნონა მამულაშვილი. 

შეგახსენებთ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებას ოპოზიციაში დაპირისპირება მოჰყვა. ვაშაძემ  გუშინ განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" "იმის ერთი ადგილი არა აქვს, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოიყვანოს". 

მსგავსი სიახლეები