ერთ ნამუშევარს აქვს უმნიშვნელო დაზიანება - რესტავრატორი

13.02.23 15:11
ერთ ნამუშევარს აქვს უმნიშვნელო დაზიანება -  რესტავრატორი

ერთ ნამუშევარს აქვს დაზიანება - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსულმა რესტავრატორმა, ნუცა ადეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, უცნობია როდის ან როგორ მოხდა ექსპონატის დაზიანება. 

ჩემს მიერ ექსპონატთა მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ნამუშევარს აღენიშნება მცირე ზომის ჩახევა, რომელიც მანამდე არსებულ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდებოდა, ამის გამო, მუზეუმის ხელმძღვანელობისგან დამევალა ამ ნამუშევრის კონსერვაცია-რესტავრაცია. ეს არის ძალიან მცირე ზომის უმნიშვნელო დაზიანება, ჩახევის სახით, რომელიც არის მექანიკური დაზიანება, ზუსტად წარმოშობას ვერ ვიტყვით. ნამუშევრები ფოტო-ფიქსაციის და ლაბორატორიული კვლევის მიზნით დავაბრუნეთ მუზეუმში", - თქვა რესტავრატორმა ნუცა ადეიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია პირველ განმარტებას აკეთებს - პრეზიდენტის მრჩეველი სასახლეში გენინსპექციის გამოჩენას და ექსპონატების გატანას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში რამდენიმე საათის წინ შევიდა. 

წულუკიანის უწყების გადაწყვეტილება დროში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილის ღია კრიტიკას, როცა პრეზიდენტმა ხელისუფლება მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები