მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი ამ ქვეყანაში - თამარ კორძაია
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი, თამარ კორძაია, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ამ წუთებში ხვდება.
,,ქართული ოცნების" დამსახურებით ნიკა დიდი ხანია ციხეშია. მელია უკვე უნდა იყოს გარეთ, მაგრამ "ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ არდადეგები გამოაცხადოს, არ იმუშაოს. მინდა, ვისაუბრო ყველაფერზე, მისი აზრი მოვისმინო, როგორ ხედავს საკუთარ თავს ციხის გარეთ, როგორ გეგმავს მომავალს, იმიტომ, რომ მელია არის ოპოზიციური პარტიების მომავალი ამ ქვეყანაში და მისი აზრი ძალზედ მნიშვნელოვანია", - განაცხადა თამარ კორძაიამ.