გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ - კობა ნაყოფია

06.05.21 17:53
გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ - კობა ნაყოფია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ნაყოფია, მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძე "სიტუაციიდან ლამაზად გამოსვლას" ცდილობს. 

 საერთოდ ვიტყოდი, რომ უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში გიორგი ვაშაძის მხრიდან. მე მესმის მათი, იჩქარეს თავის დროზე, ახლა ცდილობს გიორგი ვაშაძე, რომ ამ სიტუაციიდან ლამაზად გამოვიდეს. მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა განსაკუთრებით გუშინ, იმედია, რომ დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება", - ამბობს კობა ნაყოფია.

შეგახსენებთ, რომ ,,სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერის  გუშინდელ განცხადებას ოპოზიციაში დაპირისპირება მოჰყვა. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" "იმის ერთი ადგილი არა აქვს, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოიყვანოს".