ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა - ნიკა მელიას გზავნილი
მინდა, ნიკას მიმართვა გავაჟღერო, ის მადლობას უხდის ყველას, ვისაც გული შესტკივა და იბრძვის პროგრესისა და წინსვლითვის - რუსთავის მე 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ნიკა მელიას გზავნილები გააჟღერა.
ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ 58 % აიღოს. ნიკა მზადაა, ყველასთან თანამშრომლობა გააგრძელოს, რათა ხელისუფლებამ დაანონსებული მხარდაჭერა ვერ მიიღოს. ,,ენმ"-ს ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს. - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ნიკა მელიასთან ერთი საათის წინ შევიდა.