პირველი არხის წამყვანმა მაყურებელსა და ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადა

06.05.21 23:33
პირველი არხის წამყვანმა მაყურებელსა და ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა მაყურებელს და ივერი მელაშვილს, ეთერში გასული ფილმისთვის ბოდიში მოუხადა. აბსანძის თქმით, საზმაუს ფილმმა მელაშვილის მიმართ სიძულვილის ენის გაძლიერებას ხელი შეუწყო, რაც მაუწყებლის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. ეს სულ მცირე ცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ, სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებელს სტანდარტს. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც",  - თქვა  ტელეწამყვანმა.

ფილმი "გარეჯის მთის სიმართლე" საზმაუს ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა.