დაპირისპირება გიორგობის დღეს - მეუფე სვიმონის მძღოლმა, დეკანოზი ეპისკოპოსის თვალწინ სცემა

06.05.21 23:54
დაპირისპირება გიორგობის დღეს - მეუფე სვიმონის მძღოლმა, დეკანოზი ეპისკოპოსის თვალწინ სცემა

ხელჩართული ჩხუბი და გაწევ-გამოწევა გიორგობის დღეს - "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ურბნელი მიტროპოლიტის იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, სახეში დაარტყა და დააჩოქა. 

"პირველების" წყარო ირწმუნება, რომ დაპირისპირება თავდაპირველად ეპისკოპოს სვიმონსა და მამა თეიმურაზს შორის დაიწყო, მამა თეიმურაზი კი სწორედ ხაშურის ეპისკოპოსის წინამძღვარის  მითითებით სცემეს. 

"ტვ პირველი" დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილს ესაუბრა, რომელმაც დაპირისპირება არ უარყო, თუმცა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი "პირველებს" ეუბნება, რომ ეს ეკლესიის შიდა საქმეა და საეკლესიო სამართლით უნდა განისაჯოს: 

მეუფე სვიმონის ახლობელთან გაუგებრობა მომიხდა, მეუფესთან არანაირი. მეორე ადამიანისც აფექტში იყო და მოხდა რაღაც გაუგებრიბა. ნებისმიერი ასეთი ფაქტი შიგნით, ეკლესიაში გაირკვევა. ვფიქრობ, ეს თემა საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის"- აცხადებს დეკანოიზი თეიმურაზი. 

დეკანოზი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ "ხელის დარტყმა ძალადობა არ არის" და როცა მომჩივანი არ არსებობს, სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას. 

გარანტიას გაძლევთ, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება" - გვითხრა ნაცემმა სასულიერო პირმა. 

დეკანოზი აღნიშნავს, რომ მას ძალადობაზე ძალადობით არ უპასუხია, თუმცა მაღალ იერარქთან ხმამაღალ საუბარს ადასტურებს: 

ჩვენი მოვალეობაა მოთმენა და გატარება. მოგეწონებოდათ, რომ გაგეგოთ,  მე მწვავე რეაგირება მქონდა?! ვიჩივლე, მოვითხოვე საქმის აღძვრა, ეს მოგეწონებოდათ?! მესმის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მღვდლებისთვის პრივილეგია არ უნდა ასებობდეს"- ამბობს დეკანოზი. 

მისი თქმით, გაუგებრობა ამოწურულია:

სინდისი სუფთა მაქვს, მე ხელი არავისთვის შემიბრუნებია. სასულიერო პირებს შორის გაუგებრობას საეკლესიო სამართლით თავად ეკლესია განსჯის"- თქვა სასულიერო პირმა. 

რაც შეეხება სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონის წინაშე დაჩოქების ფაქტს, სასულიერო პირი აქ ბუნდოვან განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ "როცა კურთხევაა მეტანიის გაკეთების, უნდა დაიჩოქო".

"პირველები" შს სამინისტროში არკვევს, დაიწყებს თუ არა უწყება მღვდლის ცემის ფაქტზე გამოძიებას და დაისჯებიან თუ არა მოძალადეები. 

მსგავსი სიახლეები