არავის ვაპატიებთ ჩვენი პარტიის აკრძალვას - ლეიბორისტები ევროსასამართლოში ჩივიან
ლეიბორისტული პარტიის სარჩელი ევროსასამართლოში გაიგზავნა - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ჰიტლერის შემდეგ პირველად ოლიგარქმა ივანიშვილმა სცადა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, ამას კი არავის აპატიებს.
სარჩელი აპელაცია, წარედგინა ევროპის სასამართლოს, ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის გამო, რაც განხორციელდა ოლიგარქ ივანიშვილის პირდაპირი მითითებით ერთ წლის უკან საქართველოს პარლამენტის მეშვეობით, რაც შემდეგ დაადასტურა უკონსტიტუციო პარაზიტმა სასამართლომ ივანიშვილის მითითებით.
მე ვპირდები ყველას, ვინც ხმა მისცა ლეიბორისტული პარტიის აკრძალვას, მათ შორის ვაი ოპოზიციის წევრებსაც, თქვენს მიმართ იწყება სასანქციო პროცედურები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს ბიზნესს მსოფლიოში დაედოს ყადაღა, რომ თქვენი ოჯახის გაქსუეებული წევრები უცხოეთის სასახლეებიდან გამოძევებული იქნას და თქვენზე და თქვენი ოჯახის წევრებზე გავრცელდეს სავიზო და დიპლომატიური სანქციები.
ჩვენ არ ვაპატიებთ არავის იმას, რომ ქვეყანაში აიკრძალოს პოლიტიკური პარტია და ეს აკრძალვა მოხდა 1993 წელს ადოლფ ჰიტლერის მიერ მიღებული ცნობილი კანონის შემდეგ პირველად ევროპის ისტორიაში, რომ არ მოეწონა მმართველს, დიქტატორს პოლიტიკური პარტია, მისი დაუმორჩილებლობა და გასცა განკარგულება მის აკრძალვაზე. ეს ძალიან მძმედ დაუჯდება არა მარტო ოლიგარქ ივანიშვილს, არამედ მის ყველა ხელის ბიჭსა და გოგოს პარლამენტში მოკალათებულს.