"არ მოიქცეთ ბანანის, ჯუნგლის კანონით" - მანჯგალაძე ხელისუფლებას
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას ურჩევს, ნუ მოიქცევა ჯუნგლის კანონით და ყური ევროპარლამენტარებს დაუგდოს. ოპოზიციის წევრის თქმით, სხვა შემთხვევაში, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა და რუსულ ჭაობში ჩაიძრება.
რა ლობიზმზეა საუბარი, როცა ევროპულ რეზოლუციებს და გადაწყვეტილებებს მინიმუმ, უმრავლესობა ანუ 300-400 ადამიანი უჭერს მხარს სხვადასხვა რეზოლუციას. თუ ასე ადვილია ევროპელების შეცდომაშ შეყვანა, ფულის მეტი რა აქვს ბიძინა ივანიშვილს, კაცო, რა ვერ გამოყავით ერთი რამდენიმე ათასი, რომ გეყიდათ თქვენც ასეული ევროპარლამენტარი, მაგრამ ასე ხომ არ არის... ნუ მივიყვანთ ქვეყანას იზოლაციამდე, ნუ მივიყვანთ ქვეყანას რუსულ ჭაობამდე. ამას გვეუბნება კუბილიუსი, თუ გინდათ ევროპა, ისწავლეთ ევროპული მოქცევა, არ მოიქცეთ ბანანის, ჯუნგლის კანონით, ველურებივით, ველურები არიან ნამდვილად, ვინც სააკაშვილს ეს გადაწყვეტილება გამოუტანა, - თქვა მანჯგალაძემ.