დეგნანის გაწვევას ლეიბორისტები ვითხოვდით, მადლობა ბაიდენს - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილის მადლობა ჯო ბაიდენს - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის გაწვევით გახარებულია და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ელჩი ამერიკა-საქართველოს ინტერესთა დამცველი იქნება.
როგორც იცით, "ლეიბორისტული პარტია" ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას. ელჩი ვადამდეა გაწვეული. დიდი მადლობა ბაიდენს, რომელმაც მიიღო ეს ვერდიქტი. იმედია, ახალი ელჩი ვინც ჩამოვა, იქნება ამერიკა-საქართველოს ინტერესთა დამცველი და არა კონკრეტული ოლიგარქის ინტერესების გამტარებელი", - ამბობს ნათელაშვილი.