200 მლნ ნაცვლად, 90 მლნ დაგვაკისრეს - კალაძე "ინტერრაოსთან" დავაზე
რუსულ ენერგოგიგანტთან წაგებული დავის შემდეგ კახა კალაძე თავს დამნაშავედ მაინც არ მიიჩნევს. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ რუსული კომპანია შემოსავლების სახით საქართველოსგან 200 მლნის გადახდას ითხოვდა, რაზეც მან ხელი ვერ მაოწერა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ბრალს ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" სდებს და ამბობს, "ინტერრაოსთან" ხელშეკრულება სწორედ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა.
რაც შეეხება დავას, რომელიც წარმოიშვა, ეს იყო მოთხოვნილი თანხა, რომელსაც "ინტერრაო" ითხოვდა, დაახლოებით 200 მილიონ დოლარს, აქ საუბარი იყო შემოსავლებთან დაკავშირებით , ხელშეკრულებით დადებულ შემოსავლებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით და ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, მაშინ ხელი რომ მომეწერა იმაზე, რომ თელას ინტერალს მიეღო 200 მილიონი, რა მოხდებოდა და რას დამატეხავდნენ თავში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მაშინ ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვიუთხარით , რომ წავიდეთ, ვიდავოთ, შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და შესაბამისად, 200 მილიონის ნაცვლად დაგვეკისრა თუ არ ვცდები დაგვეკისრა 90 მილიონი ან ცოტა მეტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 200 მილიონი დოლარის მოთხოვნა იყო და რა თქმა უნდა, მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა და ვერ გააკეთებდა იმას, რომ განგვეცხადებინა თანხმობა. საუბარი იყო 200 მილიონ დოლარზე და იმ დავით 76 მილიონი დოლარია გადასახდელი./ ეს ხელშეკრულება იყო წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული, - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსულ "ინტერ რაოსთან" სასამართლო დავა წააგო და ოკუპანტი ქვეყნისთვის 200 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა.