სააკაშვილის სიკვდილი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის მომავლის გაუქმებას უდრის - ხაბეიშვილი
აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - სენაკში ჩასულმა ენმ-ს თავმჯდომარემ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთის ტყვის, პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა არ დაუშვან.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიკვდილი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის მომავლის გაუქმებას უდრის.
ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ახლა არჩევანია გასაკეთებელი, როგორც ეს ახალგაზრდებმა დიდი ხნის წინ გააკეთეს ოდნოკლასნიკსა და ფეისბუკს შორის, ზაპოროჟეცსა და მერსედესს შორის.
ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა რაიონში ჩატარდება აქციები, გავაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის გარუსებას და არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას. არ დავუშვებთ რუსეთის ტყვის, პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ პუტინის მძევლის, პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი უდრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის მომავლის გაუქმებას. ახალგაზრდებს ყველაზე მარტივად აქვს არჩევანი გასაკეთებელი და დიდი ხნის წინ გააკეთეს არჩევანი ოდნოკლასნიკსა და ფეისბუკს შორის, ზაპოროჟეცსა და მერსედესს შორის.
უმარტივესია, ბოროტება თუ სიკეთე, სიკვდილი თუ მშვიდობა, შესაბამისად, ყველგან ვიქნებით და შედეგი იქნება აუცილებლად“, - ამბობს ხაბეიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი გრძელდება. მესამე პრეზინტის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში დღეს სამგრელოში და აჭრაში გავიდა. ააქციები ერთდროულად ქედაში და სენაკში გაიმართა. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იმყოფებოდნენ. პარტიის ახალი თავმჯდომარე უწყვეტ პროტეტს აანონსებს.