ნუ მიირთმევს მარტო შავ პურს და ნიორს - "ოცნება" სააკაშვილზე
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ევროდეპუტატები მიხეილ სააკაშილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ცილს სწამებენ.
მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი "ვივა-მედში" საუკეთესი პირობებშია და მისი უფლებები არ ირღვევა.
ამასთან, ქადაგიშვილი მესამე პრეზიდენტს მოუწოდებს, მხოლოდ შავ პურსა და ნიორზე ნუ იქნება და საკვები სრულფასოვნად მიიღოს.
ევროპარლამენტში რომ ბევრი იყიდება, თითონ ევროპარლამენტიდან გავიგეთ. მემგონი, 7 ადამიანია დაპატიმრებული თუ დასანქცირებული იმისთვის, რომ იყიდებიან, ეგ ერთი. მეორე, ის, რომ პოლიტიკურ ლობისტთან გვაქვს საქმე, ეს უკვე ნათელია. ყველასგან მოვითხოვთ ერთ რამეს, რომ ყველა რეზოლუცია იქნება თუ პოლიტიკური განცხადება, იყოს ობიექტური სიმართლე ასახული. ანუ საქართელოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშ არცერთხელ არ იმოქმედა ისე, რომ მისი რაიმე უფლება დაზიანებულიყო. არის ადამიანი საემდიცინო დაწესებულებაში ნორმალურ, შეიძლება ითქვას, საუკეთესო პირობებში. აქვს ერთადერთი მოთხოვნა ამს წაყენებული, რომ მიირთი საჭმელი, ნუ მიირთმევ მარტო შავ პურს და ნიორს, - თქვა ქადაგიშვილმა.