ივანიშვილს უცხოური პრესა კეთროვანივით ექცევა - რომან გოცირიძე

15.02.23 15:17
ივანიშვილს უცხოური პრესა კეთროვანივით ექცევა - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ უცხოური პრესა ივანიშვილს კეთროვანივით ექცევა. ოპოზიციის წევრის თქმით, ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ ოლიგარქს დაფინანსებულ სტატიას ევროპის სოფლის გაზეთშიც კი არარ უქვეყნებენ. 

კაცს 6 მლრდ ჰქონდეს და ერთი წერილი ვერ გამოაქვეყნოს შვეიცარიის ერთი სოფლის გაზეთში, სასაცილოა, ხომ? ამდენი ლობისტები გყავს და დასავლეთის პრესაში დაფინანსებულ წერილსაც კი ვერ აქვეყნებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ეს არის უკვე მიუღებელი, კეთროვანი დასავლური ბიზნესწრეებისთვის. რატომ არ ეხმარება საფრანგეთის მთავრობა თავის მოქალაქეს? იმიტომ არ ეხმარება, რომ იცის, რომ ეს არის რუსეთის კაცი და ის ფული, რომელიც მას აქვს ნაშოვნი, ეს არის რუსეთში ოლიგარქების ნაშოვნი, ხალხის ძარცვით მიღებული ფული და არავინ მას სოლიდარობას არ გამოუცხადებს, - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები