"ოცნებისთვის" ემიგრაციაში არჩევნებში ჩართულობა არის რისკი, ამიტომ ამ ინიციატივას არ გაითვალისწინებს - ლილუაშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივას ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას მიცემასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინებს.
ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას, ისევე როგორც ჩვენს მიერ დაყენებულ ათობით საკანონმდებლო ცვლილებას არ გაითვალისწინებს, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის, ამ შემთხვევაში ემიგრაციაში ჩართულობა არჩევნებში არის რისკის მატარებელი, იმიტომ, რომ ქვეყნიდან არ გარბიან ადამიანები, ვისაც აქ დალხენილი ცხოვრება აქვს", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
არჩევნები და ქვეყანაში დაბრუნების გზები ემიგრანტებისთვის - პარტია „ლელო" ახალ პლატფორმას ქმნის.
ლელოს ლიდერები მათ ქვეყანაში დაბრუნების გზებზე მსჯელობას სთავაზობენ და ემიგრანტების არჩევნებში ჩართვის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
არჩევნებში მონაწილოება ემიგრანტებს შეზღუდული აქვთ, ისინი საარჩევნო უბანთან ჩასვლას ხშირ შემთხვავში ვერ ახერხებენ, ამიტომ პარტია მათ ელეტრონულ მოდელს სთავაზობს.