"უცხოური პრესა ტენდეციურია" -"ოცნება" ივანიშვილს იცავს

15.02.23 15:22
"უცხოური პრესა ტენდეციურია" -"ოცნება" ივანიშვილს იცავს

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ბეჟან წაქაძე უცხოურ მედიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის წევრს არ მოსწონს, რომ სტატიები მხოლოდ სააკაშვილის საკითხს ეხება, ივანიშვილის კი ამის საშუალება არ ეძლევა. 

მიშა სააკაშვილის წერილებს ხომ წერენ, რომ კვდება, არ აჭმევენ, კლავენ, ამას ხომ წერენ? სწორია? არ არის სწორი, ამიტომ ტენდენციურია ის პრესაც, ის გაზეთიც, ის ჟურნალიც, ყველგან არის... მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენი ღირებულება არ არის ევროპა და ჩვენ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, - ამბობს წაქაძე. 

მსგავსი სიახლეები