წაგებული დავა რუსულ გიგანტთან - ოპოზიცია კალაძის დაკითხვას ითხოვს

15.02.23 15:35
წაგებული დავა რუსულ გიგანტთან - ოპოზიცია კალაძის დაკითხვას ითხოვს

"ინტერრაოსთან" დავის წაგების შემდეგ, ოპოზიცია გამოძიების დაწყებას იწყებს, რათა დადგინდეს ვინ და როგრო მიაყენა ქვეყანას ზიანი. 

პარტია "ლელოს" წევრებს ოფიციალური განცხადება პროკურატურაში ამ წუთებში შეიტანეს და დაარეგისტრირეს.

"ლელო" კალაძის გამოკითხვაზე დაბარებას "ინტერრაოსთან" შეცვლილი ხელშეკრულების და წაგებული დავის გამო თხოვს.

სავარაუდოდ, გამოკითხვაზე მისვლა მიყუწევს მარეგულირებელი კომისიის მაშინდელ ხელმძღვანელსსაც.

ლევან სამუშია ამბობს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული და ქვეყანას მიადგა მილიონობით ლარის ზიანი.

"დღევანდელი სამართლებრივი სისტემის პირობებში, როდესაც ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, რაიმე მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია. ხოლო თუ ოდნავ მაინც იქნება სამართლიანობა, აქ გამოძიებაა დასაწყები, რადგან სახელზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი. ქვეყანას მიადგა 200 მილიონამდე ლარის ზიანი და ამათი უგუნურობის და შესაძლო დანაშაულებრივი ქმდეებებიდან გამომდინარე უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა და გაჭირვებულმა ხალხმა. ეს თანხა საქართველოს მთავრობამ და კალაძემ ამოაცალა ჯობიდან საქართველოს მოსახლეობას და უნდა გადავცეთ ოკუპანტ ქვეყანას. ჩვენ ვითხოვთ გამოზიების დაწყებას. ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს", - ამბობს ლევან სამუშია. 

 

მსგავსი სიახლეები