არა ამნისტიას! - 20 ივნისის დაზარალებულების საგანგებო განცხადება
არ დაუშვათ დამრბევების და ბრძანების გამცემების ამნისტირება - 20 ივნისის დაზარალებულები ერთიან განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს 11 დაზარალებული აწერს. ისინი ამნისტიის კანონის წინააღმდეგ გამოდიან და მმართველ გუნდთან ერთად პოლიტიკური შეთანხმების აქტზე ხელმომწერ ოპოზიციასაც აკრიტიკებენ. მათი განმარტებით, ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსიით სახის შენარჩუნებას ფუჭად ცდილობს.
პრინციპულად მიუღებელია და ჩვენ ვგმობთ როგორც მმართველი პარტიის მომზადებულ პროექტს, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის პროექტს. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს, მმართველი პარტიის სახით მოახდინოს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთლიანად ამნისტირება ყველა ჯალათის და ყველა უკანონო ბრძანების გამცემი ორგანიზატორის, მაგრამ რაც შეეხება ოპოზიციური საპარლამენტო პარტიას, მათ არ აქვთ მკაცრად გაწერილი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ თუნდაც მათი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რომ დაისჯებიან დამნაშავეები. ველოდებით საჯაროდ გამოთქმულ მათ შემოთავაზებას ყველას მიმართ, - ამბობს ანსტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ვრცელი მიმართვის ადრესატებს სამოქალაქო აქტივისტებისთვის პასუხი ჯერ არ გაუციათ.