თეა წულუკიანი მთავრობის სხდომაზე არ მივიდა
დიდი დაპირისპირება პრემიერთან? - კულტურის მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. "პირველებს" წყარო უყვაბა, რომ თეა წულუკიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის უთანხმიოების მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული უმძიმესი ვითარებაა.
ამასთან, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" თეა წულუკიანის შემცვლელს ეძებს. "პირველების " ინფორმაციით, ხელოვანების ამბოხების შემდეგ, მმართველი პარტია კულტურის მინისტრის ჩანაცვლებელზე ფიქრობს.
შეგახსენებთ, გელათის განადგურებაში წულუკიანის უწყებას საპატრიარქოც ღიად ადანაშაულებს - ოფიციალური განცხადებიდან 15 საათზე მეტია გასული, თუმცა კულტურის მინისტრს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.