სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ელისო ბოლქვაძე გელათზე
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ასე გამოეხმაურა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ უმძიმეს ვითარებას.
ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ გელათზე მომზადებულ დოკუმენტებს პირადად გაეცნობა.
საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ, კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე. ეს თემები მოგვარებადია. მე უნდა გავერკვიო, ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, ჩვენ არ გაქვს იმის საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი, ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ. გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე,“ - განაცხადა ბოლქვაძემ.
მისი თქმით, საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო უნდა შეჯერდეს.