ბიძინა ივანიშვილი ევროპისგან თავისუფალი სიტყვის უფლებას ითხოვს - პირველი ინტერვიუ ოლიგარქის ადვოკატთან

15.02.23 17:12
ბიძინა ივანიშვილი ევროპისგან თავისუფალი სიტყვის უფლებას ითხოვს - პირველი ინტერვიუ ოლიგარქის ადვოკატთან

პირველი ინტერვიუ ოლიგაქრის უფელბადამცველთან. ვიქტორ ყიფიანის თქმით, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი გულდაწყვეტილია მოულოდნელი საინფორმაციო ბლოკადის გამო, თუმცა მშვიდად არის.

თუ რა უჯდება ივანიშვილს ევროპულ პრესაში პუბლიკაციების გავრცელება, ადვოკატი ამბობს, რომ ბიძინა ივანშვილს დაქირავებული ჰყავს ერთ-ერთი პრ კომპანია, რომელმაც პუბლიკაციების გამოქვეყნება უნდა უზრუნველყოს, თუმცა ამას საინფორმაციო ბლოკადის გამო კარგა ხანია ვერ აკეთებს.

ირკვევა, რომ, თურმე ქვეყნის არაფორმალური მმართველის ერთადერთი მოთხოვნა ახლა არის, რომ ევროპამ მას სიტყვის თავისუფლების უფლება მისცეს.

ძალიან მშვიდად არის. ეს საინფორმაიო ბლოკადა, როგორც ჩვენ ვთქვით, ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი არის. ეს, ბუნებრივია, ჩვენში იწვევს გულისწყრომას, საქმის სამართლიან შეფასებს და პრეტენზიას. რაც შეეხება თავად დავის კონტექსტს. ამ დავაში იმდენი წვრილმანი და კონტექსტია, რომ ყოველდღიურ კომუნიკაციას და კონცენტრირებულ მუშაობას მოითხოვს, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ემოციებისთვის ამ დავაში არ გვცალია. ამის ერთ-ერთი მაგალითი, მშვიდი და დაბალანსებული და აკადემიური დამოკიდებულება საქმისადმი არის თავად ბატონი ბიძნა ივანიშვილი. ევროპაში, თუ სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ნაბოძები პრინციპი და ასე ვიცნობთ ჩვენ ევროპას, ამ დავასთან მიმართებაში, ჩვენ ვცდილობთ ვისარგებლოთ იგივე სიკეთით სრულა და უნაშთოდ, რა სიკეთის ხარისხითაც სარგებლობს მედია აუდიტორია. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენი მოლოდინი და მოთხოვნა არც იმაზე მეტია, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ევროპელის და არ იმაზე ნაკლები. ჩვენ გვყავს დაქირავებული პრ კომპანია, ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გვეხმარება ჩვენ ამ სტატიების განფენაში. ეს კომპანია ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს დაქირავებული“, - ამბობს ყიფიანი. 

მსგავსი სიახლეები