ბრეგაძის უწყებამ კანონი დაარღვია, მივმართავთ საგამოძიებოს! - სააკაშვილის ადვოკატი

15.02.23 17:51
ბრეგაძის უწყებამ კანონი დაარღვია, მივმართავთ საგამოძიებოს! - სააკაშვილის ადვოკატი

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენებით, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაარღვია -  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "პირველებთან" საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ადვოკეტები დღესვე მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ინსპექტორს და მოვითხოვთ, მოახდინონ სათანადო რეაგირება. 

ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნულ სამსახურებს წინა კადრების გავრცელების საკითხზეც არ მოუხდენია რეაგირება. 

ეს არის მიხეილ სააკაშვილის დამცირების, აბუჩად აგდების, მძიმე ავადმყოფობის სასაცილოდ აგდების მორიგი მცდელობა. კადრების გავრცელება პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტი ემზადება რეზოლუციისთვის, რომელიც საკმაოდ მკაცრი იქნება. მე რაც ვნახე, იქ დაჩქარებული კადრებიც არის, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამის გარბიდა, უნდათ ამტკიცონ, რომ ცუდად კი არ არის, გადადგილდება. ჩვენ არასდროს გვითქვამს რომ სააკაშვილი მკვდარია. ეტყობა, მძიმე ავადმყოფად ისინი მხოლოდ მკცდარ ადამიანს უწოდებენ"- აცხადებს ხაჭაპურიძე. 

პენიტენციური სამსახური პრეზიდენტის პალატიდან ვიდეო-მასალას ასაჯაროვებს. კადრების  ნაწილი სააკაშილის სამართლო პროცესის დღეს  არის გადაღებული.

ბრეგაძის უწყება ამტკიცებს, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად გაადაგილდება.

 

მსგავსი სიახლეები