როცა "ოცნება" მიზანმიმართულად აკარგინებს ქვეყანას EU-ს კანდიდატის სტატუსს, მეორეხარისხოვან საკითხებზე კინკლაობა დანაშაულია - "სტრატეგია აღმაშენებელი"

15.02.23 18:02
როცა "ოცნება" მიზანმიმართულად აკარგინებს ქვეყანას EU-ს კანდიდატის სტატუსს, მეორეხარისხოვან საკითხებზე კინკლაობა დანაშაულია - "სტრატეგია აღმაშენებელი"

მაშინ როცა ქართული ოცნება მიზანმიმართული ქმედებებით ქვეყანას აკარგინებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მეორე ხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანა და კინკლაობა დანაშაულია - ამის შესახებ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს. 

"ქართული ოცნება" კვლავ მიზანმიმართული ქმედებებით ამცირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს, რადგან ყველამ ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გარეშე წარმოუდგენელია ევროკავშირის წევრობა. 

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ვერ მიიღებს იმ 14 მილიარდის ოდენობის სიკეთეს, რომელიც სხვადასხვა პროექტებით გარდამავალ პერიოდში უნდა მიეღო ქვეყანას ევროკავშირისგან. ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება და ღალატი საქართველოს წინააღმდეგ. 

როგორც წინა წელს მიზანმიმართულად სჩადიოდნენ ანტიევროპულ ქმედებებს,  იღებდნენ ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომ ქვეყანას ვერ მიეღო კანდიდატის სტატუსი, მაგალითად მოსმენების შესახებ კანონი,  ნიკა გვარიას დაკავება, ახლაც  შემოიტანეს ე.წ. კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც თავისი არსით რუსულ და ბელორუსულ კანონებთან უფრო ახლოს არის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასა და ღირებულებებს. 

უფრო მეტიც, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების მიღების გამო უცხოეთის აგენტებად აცხადებენ. ასევე,  მიმდინარეობს სააკაშვილის განადგურების სპეცოპერაცია, რაც კიდევ უფრო გვაშორებს ევროპას, ევროპულ პერსპექტივას, ევროპულ კომფორტს, ევროპული ცხოვრების დონეს. 

სწორედ ამიტომ, როცა ამ ისტორიულ შანსს გვაკარგინებს "ქართული ოცნება" და მიმდინარეობს წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ,  ეხლა  მეორეხარისხოვან საკითხებზე პოლიტიკური კონკლაობა დანაშაულია. 

ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი" როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

კიდევ ერთხელ, გთხოვთ,  დავდგეთ ერთად ევროპული პერსპექტივის გადარჩენისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის” - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები