7 ნოემბრის საქმე - სასამართლომ ადეიშვილისა და კეზერაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა ამ პოზიციას პროკურატრა არ დაეთანხმა. საბოლოოდ, პროცესი 22 მარტამდე გადაიდო.
ზურა ადეიშვილს და კეზერაშვილს გამოძიება 7 ნოემბრის აქციის დარბევას, „ტელეიმედში“ შეჭრასა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეს ედავება.