გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - ევროპარლამენტმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

15.02.23 18:31
გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - ევროპარლამენტმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

"ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უცხოეთში მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ საფუძველზე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად" - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსაც მიმართავენ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს შესწორებას რომლითაც დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქს" უწოდებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" მოიხსენიებენ. 

 

მსგავსი სიახლეები