ივანიშვილის შეუცვლელ მინისტრს შესაძლოა მინისტრის სავარძელი გამოაცალონ - წულუკიანი მთავრობის სხდომაზე არ მივიდა
ივანიშვილის შეუცვლელ მინისტრს შესაძლოა მინისტრის სავარძელი გამოაცალონ. წულუკიანის სკამი მთავრობის სხდომაზე დღეს უკვე ცარიელი იყო. ის კანცელარიაში არ მივიდა. წყარო მთავრობიდან "პირველებს" უყვება, რომ ღარიბაშვილსა და წულუკიანს შორის დიდი დაპირისპირებაა, "ოცნებაში" კი წულუკიანის შემცვლელს უკვე ეძებენ. მიზეზი საპატრიარქოდან მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული შტურმი გახდა. მღვდელმთავრები მინისტრს ფაქტობრივად გელათის განადგურებაში ადანაშაულებენ.
რეპრესიებით ცნობილი მინისტრი ხელისუფლებისთვის ბოლო პერიოდში დიდ თავისტკივილად იქცა. საპატრიარქოს თავდასხმის გარდა, წულუკიანის წინააღმდეგ დიდი ამბოხია ხელოვანებშიც. ამიტომ ივანიშვილის შეუცვლელი მინისტრი სავარაუდოდ ახლა პოსტზე ყოფნის ბოლო საათებს ითვლის. ის 2012 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ოლიგარქის მთავრობაში კუთხეში მიაყენეს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.