წაგებული დავა რუსულ გიგანტთან და 118 მილიონით დაზარალებული საქართველო - კალაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

15.02.23 20:35
წაგებული დავა რუსულ გიგანტთან და 118 მილიონით დაზარალებული საქართველო - კალაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ქართველი ხალხი 118 მილიონით აზარალა. როგორ მიაყენა ქვეყანას დიდი ფინანსური ზიანი მაღალჩინოსანმა, სარჩელი თბილისის მერის წინააღმდეგ უკვე პროკურატურაშია. ახლა შოთაძემ უნდა გადაწყვიტოს დაიბარებს თუ არა დაკითხვაზე კალაძეს. სარჩელის ავტორები პირდაპირ ამბობენ, რომ  დედაქალაქის მერმა ჩაიდინა დანაშაული. მან რუსულ "ინტერრაოსთან" ხელშეკრულება საიდუმლოდ შეცვალა და სამართლებრივი დავა წააგო, მისი შეცდომის  გამო კი  მილიონები   საქართველოს მოქალაქეებმა უნდა  გადაიხადონ.

კახა კალაძე კი თავს დამნაშავედ არ თვლის. პირიქით, დღეს თბილისის მერმა ფაქტობრივად თქვა, რომ ხალხი მისი მადლიერი უნდა იყოს, რადგან ედავებოდნენ 200-ს მილიონს, არ გადაიხადა და ახლა 76 მილიონი უნდა გადაიხადოს. თუმცა კალაძეს ავიწყდება, რომ ეს არ არის პირველი დავა და მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს დაშვებული შეცდომები, საქართველოს 100-ს მილიონზე მეტი უკვე დაუჯდა. 

დეტალები იხილეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი.

 

 

მსგავსი სიახლეები