რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ სააკაშვილთან დაკავშირებით, უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რაც ძალიან იშვიათია - ფოტიგა

15.02.23 20:14
რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ სააკაშვილთან დაკავშირებით, უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რაც ძალიან იშვიათია  - ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ სწორედ მისი იდეა იყო ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოქვეყნებულიყო. ფოტიგა ასევე ყვება, თუ რა პრობლემები შეექმნა საქართველოში, როდესაც სააკაშვილის ნახვა მოინდომა. 

რეზოლუცია და მისი ნაადრევად დადება იყო ჩემი პირადი მოთხოვნა. მე მყიფედ ვაკვირდებოდი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას. ასევე მე ხელი შემეშალა მის ნახვაში. დავაყენე მოთხოვნა, საბედნიეროდ, პარლამენტი დაეთანხმა. ეს იყო წინა სესიის დასაწყისში. ყველა ჩვენგანმა ნახა ვიდეოები, რომელშიც ასახულია სააკაშვილი კლინიკაში. ეს ძალიან შემაშფოეთებელია. რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ ბიძინა ივანშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რაც ძალიან იშვიათია ევროპის პარლამენტში. ჩვენი შეთავაზება ღიაა. ვინც ამ რეზოლუციის წინააღმდეგია, ჩვენ ვთვლით, რომ ისინი არიან პრორუსი ხალხი“, - ამბობს ფოტიგა. 

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების  შესახებ დამტკიცებულია.  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას  პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს. 

დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს  კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.   
 

მსგავსი სიახლეები