შესწორება ივანიშვილის დასანქცირებას გულისხმობს, რადგან სააკაშვილის საკითხი მისი პერსონალური ვენდეტაა - იუკნევიჩიანე

15.02.23 20:19
შესწორება ივანიშვილის დასანქცირებას გულისხმობს, რადგან სააკაშვილის საკითხი მისი პერსონალური ვენდეტაა - იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობობს, რომ რეზოლუციის მთლიანი ტექსტი მკაცრია და მასში შესწორება ივანიშვილის დასანქცირებას გულისხმობს, რადგან მიიჩნევა, რომ სააკაშვილის საკითხი მისი პერსონალური ვენდეტაა

ევროპარლამენტი უფრო და უფრო ერთიანდება საქართველოს შესახებ. სააკაშვილის გარშემო, ივანიშვილის შესახებ. 
შესწორება გულისხმობს ოლგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რადგან მიიჩნევა, რომ სააკაშვილის საკითხი მისი პერსონალური ვენდეტაა. ეს არის რისი თქმაც გვინდა ამ დოკუმენტით. და ეს სიტყვები პირველად ჩავწერეთ და პირველად გამოვიყენეთ. რეზოლუციის მთლიანი ტექსტიც ასეთივე მკაცრია. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დღეს ევროინტეგრაციის გზაზე არის ის რომ არ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები და ეს ერთგვარად ლიტმუსის ტესტია. ვინც ამბობს რომ ამდენი ადამიანი ლობისტი ან მოსყიდულია იტყუება ისე როგორც იტყუება პუტინი მოწინააღმდეგეების მიმართ. ჩვენ ვართ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებიდან და არაფერი გვაქვს საერთო ნაციონალურ მოძრაობასთან. და სხვათა შორის ამ რეზოლუციას მხარს უჭერენ ივანიშვილის პარტიის პარტნიორები ევროპარლამენტში. რამდნეიმე თვის წინ ასე არ იყო, დღეს უფრო და უფრო ერზტიანდებიან ამ მოთხოვნის ირგვლივ", - ამბობს ევროპარლამენტარი. 

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების  შესახებ დამტკიცებულია.  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას  პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს. 

დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს  კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.   

 

მსგავსი სიახლეები