ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლიციებს - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

15.02.23 20:28
ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლიციებს - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

პირველი კომენტარები "ქართული ოცნებიდან" ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის მიღების შემდეგ. ხელისუფლება სტრასბურგში დამტკიცებული დოკუმენტს აკრიტიკებს და მისი მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს.  

კახა კალაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მირებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს და მასზე არ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი.

"ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლიციებს. რასაც ჩენ ვისმენთ, რა მესიჯებიც ვრცელდება, სიმართლესთან კავშირი არ აქვს. დამოკიდებულება რაც აქვთ, კატეგორიულად მიუღებელია. ე.წ. ჩვენი მეგობრები გამოდიან და ამბობენ, რომ თუ სააკაშვილს არ გაუშვებთ, ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. გვეუბნებიან ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის ქველმოქმედი რომ ცუდი კაცია", - ამბობს კალაძე.

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების  შესახებ დამტკიცებულია.  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას  პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს. 

დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს  კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.   

 

მსგავსი სიახლეები