ელექტრონული არჩევნები ემიგრანტებისთვის - "ლელო" ახალი ინიციატივით გამოდის

15.02.23 20:48
ელექტრონული არჩევნები ემიგრანტებისთვის - "ლელო" ახალი ინიციატივით გამოდის

ახალი პლატფორმა ემიგრანტებისთვის - "ლელო" ქვეყნიდან გახიზნული საქართველოს მოქალაქეებისთვის ელექტრონული არჩევნების ინიციატივით გამოდის. ამერიკა, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, თურქეთი - ყველგან სადაც ბევრი ემიგრანტებია,  საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში გახსნილი საარჩევნო უბნები ვერ ასახავს ემიგრანტების ხმას საბოლოო შედეგებში. 

ემიგრანტების განეიტრალება კი უპირველეს ყოვლისა "ქართული ოცნების" ინტერესშია. რადგან ქვეყნიდან იძულებით წასული მოსახლეობა ხელისუფლების მხარდამჭერი არ არის.  მათი აქტიური  მონაწილეობა არჩევნებში კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ხელისუფლების ცვლილების პროცესში. ამის მაგალითია მოლდოვა, სადაც მაია სანდუმ გამარჯვება სწორედ ემიგრანტების აქტიური მონაწილეობის ხარჯზე მოიპოვა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები