"ოცნებას" დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა ევროპაში - ხაბეიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს და ამბობს, რომ რეზოლუციაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ სააკაშვილი არის მძევალი და ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
მისი თქმით, "ოცნებას" დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა ევროპაში.
მთავრობას მოუწოდეს, რომ გააუქმონ სიკვდილით დასჯა და სადიზმი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა რეზოლუციის ტექსტში პირდაპირ წერენ, რომ ადამიანი არის მძევალი, პოლიტიკური პატიმარი და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. ასევე უნდა გითხრათ, რომ რუსულმა ოცნებამ ევროპაში არ დაიტოვა არც ერთი ემეგობარი. 577- მა ევროპარლამენტარმა მისცა ამ რეზოლუციას ხმა, ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულ ოცნებას არათუ მეგობარი, დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა ევროპაში, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ რეზოლუციაში ასევე შავით-თეთრზე წერია რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის შესახებ, ასევე დაევალა ევროკომისიას, რომ იმუაოს მის პირად სანქციებზე“, - ამბობს ხაბეიშვილი.
დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების შესახებ დამტკიცებულია. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს.
დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.