დავით არახამიას პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა ივანიშივლის დასანქცირება მოითხოვა
უკრაინის რადას ფრაქცია ,,ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია დღეს ვროპარლამენტში იმყოფებოდა, სადაც ევროდეპუტატებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს.
არახამიამ კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ უშვებს, რითაც მსოფლიოში აღიარებულ ყველა მორალურ ჰუმანიტარულ აქტს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლავენ.
უკრაინელი მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ რეზოლუცია უკრაინის რადამ და პოლონეთის სეიმმაც მიიღო. მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო იქნება.
ამასთან, არახამია ამბობს, რომ თუკი მომავალში საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს განჩინებას არ აღასრულებს, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო რუსეთის კოლონია ხდება.
მსგავსი რეზოლუცია უკრაინის პარლამენტმაც მიიღო, ასევე პოლონეთის სეიმმა და დღეს უკვე ევროპარლამენტმა. ამის შემდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იქნება და თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს მის გადაწყვეტილებას, ეს უკვე იმის დასტური, რომ ის მიჰყვება პრორუსულ კურსს და რუსეთის კოლონიად ყალიბდება- ამბობს არახამია.
უკრაინელი მაღალჩინოსანი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია დაეხმარება მიხეილ სააკაშვილს, წავიდეს სამკურნალოდ.
მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოცხლოს და ჩვენ ვხედავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში მკვლელობის მცდელობას"- დასძენს ვიდეო მიმართვაში უკრაინის რადას დეპუტატი.
ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ევროპარლამენტმა მხარი დაჭირა - უკვე მესამედ, ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას დაუწესოს სანქციები "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს. დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი "ოლიგარქადაა" მოხსენიებული.