"ოცნება" ევროპარლამენტარების წინააღმდეგ: "შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეებს, დამნაშავე ძალას"
ქართული ოცნება ევროპარლამენტარების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე, რამდენიმე საათის წინ მიღებულ უმწვავეს რეზოლუციას აფასებს და ამბობს, რომ გავლენიანი დეპუტატები "შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეებს, დამნაშავე ძალას".
"ისინი (ევროპარლამენტარები) შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი. როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარისაუბრობდა, მაგალითად იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ, ის საუბრობდა სინამდვილეში არა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის EPP, ეს არის გლობალური ომის პარტია"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, "ევროპის სახალხო პარტიას" "სამწუხაროდ დიდი გავლენა აქვს ევროპარლამენტზე"
იმდენად სერიოზული გავლენა აქვთ, რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში და უკვე სამი ასეთი რეზოლუცია მიიღეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.