"საპატრიარქო გელათის გადასარჩენად უკან არაფერზე დაიხევს" - მეუფე ნიკოლოზი წულუკიანს პასუხისმგებლობას აკისრებს
საპატრიარქო გელათის გადასარჩენად უკან არაფერზე დაიხევს - ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საპატრიარქტომ თეა წულულიანზე ღია იერიში მიიტანა.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირები გელათში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრს აკისრებენ.
ხვალ საპატრიარქოს ინიციატივით ისტორიულ ტაძარში არსებულ ვითარებაზე გაფართოებული საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, თუმცა აქამდე უცნობია მივა თუ არა საგანგებო შეკრებაზე თეა წულუკიანი, რადგან უკვე მეორე დღეა ვიცე პრემიერი გაუჩინარებულა და მთავრობის სხდომასაც კი აღარ ესწრრება
"გელათი არის ჩვენი სამშობლო. ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ არასოდეს არ დავთანხმდებით, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს. არავის წინაშე უკან არ დავიხევთ. შენჯღრევა თუ შეჯანჯღარება სჭირდებათ ადამიანებს. არ უნდა დაუშვას კომისიამ შეცდომები და თუ დაუშვეს, უნდა მოვუწოდოთ, რომ არ დავუშვათ. წულუკიანი მინისტრია და რა თქმა უნდა ეკისრება მას პასუხისმგებლობა. თუმცა, მე არამგონია ახლა, რომ თეა წულუკიანს უნდოდეს, რომ გელათი ასე პირდაპირ დაზიანდეს და მას ამისთვის ბრალი წავუყენოთ. რაც შეეხება გაფართოებულ საბჭოოს სხდომაზე მოსვლას, ის ალბათ მოვა, ალბათ მის ნებას აუცილებლად გამოაცხადებენ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.