რეზოლუციას ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, რათა არატრაგიკული გზით წავიდეს მმართველი გუნდი - მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ გუშინდელი მიღებული რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფეხი-ფეხზე უნდა გადავიდაოთ და ყველაფერს ჩვენი პარტნიორები გააკეთებენ.
მარგველაშვილი ამბობს, რომ რეზოლუციას ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, რათა არატრაგიკული გზით წავიდეს მმართველი გუნდი.
"რეზოლუციები არის წინაპირობა იმისთვის, რომ რეალური ქმედებები გადაიდგას. რამდენად მოჰყვება ამ რეზოლუციას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოსთვის ცოტა მაინც სასიკეთოდ და არატრაგიკული გზით წავიდეს მმართველი გუნდი, ამას ვნახავთ მომავალში. ამით ქართველმა საზოგადოებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ რამე გაკეთებული და წყნარად ფეხი-ფეხზე გადაიდონ და ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები. წელიწადნახევრის წინ, როდესაც მოვინახულე დატყვევებული პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში, მაშინ მე ვთქვი, რომ ის არის პუტინის პირადი პატიმარი და ამ ტყვეობას ახორციელებს ქართული სახელმწიფო", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
ევროპარლამენტის განაჩენის მოსმენის შემდეგ "ქართული ოცნება" გაბრაზებულია. მმართველ პარტიაში დღეს სრული მდუმარებაა, თუმცა გუშინ ერთი მეორის მიყოლებთ ყველა იმეორებდა, რომ მაღალი რაოდენობის მხარდაჭერით მიღებულ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, რომ ევრო პარლამენტის ავტორიტეტი შეილახა და რომ ეს არის ბიძინაა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობაა.
დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების შესახებ დამტკიცებულია. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს.
დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.