სასამართლოში დღეს კეზერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება - როგორია დაცვის მხარის მოლოდინები

16.02.23 12:11
სასამართლოში დღეს კეზერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება - როგორია დაცვის მხარის მოლოდინები

სამართალი თუ კიდევ ერთი მცდელობა გააჩუმო კრიტიკული მედია? სააპელაციო სასამართლოში დღეს დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს თავდაცვის სამინისტრო 5 მილიონი ევროს გაფლანგვას ედავება. 

საქალაქოდან სააპელაციოში წაღებულ საქმეზე არ არის გამორციხული მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. თუ კეზერაშვილს მეორე ინსტანციაც გაამტყუნებს, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დაიწყება იძულებითი აღსრულება და ტელეკომპანია "ფორმულას" ქონებას დაუყადაღებენ.

"არანაირი მოლოდინი არ აქვს დაცვის მხარეს, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებს ან შეცვლის. პირიქით, ის დააკისრებს ამ თანხას და შემდეგ უკვე უზენაესშიც იგივე მოლოდინები გვაქვს, თუმცაღა ჩვენ სამართლებრივად მივყვებით ამ გზას და აუცილებლად წავალთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", - ამბობს ადვოკატი.

 

მსგავსი სიახლეები