რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები ათასი პროცენტით გაიზარდა - ექსპერტები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები ათასი პროცენტით გაიზარდა. მხოლოდ იანვრაში, მხოლოდ ერთ თვეში ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში 268 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ათასი პროცენტით მეტია. ციფრები საგანგაშოა.
უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ახალ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ რომ ქართული ეკონომიკა ნელ-ნელა რუსულ ფულზე ხდება სრულად დამოკიდებული. ამას ემატება რუსული ოფისები დედაქალაქში და საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქიცებისთვის გვერდის ასავლელად გამტარია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, გადმორიცხვა რუსეთიდან ბევრად მეტის ხდება დღეს ვიდრე მანამდე, ვინაიდან რეალურად ამ ფულის ათვისების შესაძლებლობა გაჩნდეს.
"გადმორიცხვა ხდება მეტის, ვიდრე მანამდე, ვინაიდან რეალურად ამ ფულის ათვისების შესაძლებლობა გაჩნდეს, რაც შეუძლებელია რუსეთის ბანკებში და რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებში. ემ საფრთხეს იმაში ვხედავ, რომ ქვეყნის უმრავლესობის უმეტესობის ცხოვრება მისი ოჯახიდან უცხოეთში წასული პირების გადმორიცხვაზეა დამოკიდებული და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რომელი ქვეყნიდან იქნება. სახელმწიფო თავად უნდა უზრუნველყოფდეს. ეკონომიკურად უნდა იყოს იმდენად ძლიერი და დასაქმების პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ უნდა უზრუნველყოფდეს ოჯახებიი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამას ვერ ახერხებს საქართველოს ეკონომიკა და შევსებას ახორციელებს უცხოური გადმორიცხვებით", - ამბობს თინა ხიდაშელი.