"ოცნება" 70 წლამდე პირებს პენსიას 45 ლარით უზრდის

12.10.26 14:05
"ოცნება" 70 წლამდე პირებს პენსიას 45 ლარით უზრდის

 

 

70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება - განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვა დღეს დასრულდა. დეპუტატებმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე პენსიის 400 ლარამდე ზრდის საკითხი დააყენეს.

ვიდრე კობახიძე სიახლის შესახებ იტყოდა,  მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ პენსიის ზრდის რესურსი არსებობს. 

 

 

მსგავსი სიახლეები