დარწმუნებული ვარ, გუშინ "ოცნებაში" არავის არ ეძინა - ნადირაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

16.02.23 12:40
დარწმუნებული ვარ, გუშინ "ოცნებაში" არავის არ ეძინა - ნადირაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ენმ-ს ლიდერი ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუციის შემდეგ "ოცნებაში" არავის ეძინა, რადგან ეს მათთვის პოლიტიკური განაჩენის ტოლფასია.

ნადირაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის პროპაგანდა ბოლომდე დაიმსხვრა ჩამოიშალა, როდესაც ამბობდნენ, რომ თურმე სააკაშვილს სულ რამდენიმე ევროპარლამენტარი უჭერდა მხარს.

პრაქტიკულად, "ქართული ოცნების" პროპაგანდა ბოლომდე დაიმსხვრა ჩამოიშალა, როდესაც ამბობდნენ, რომ თურმე სააკაშვილს სულ რამდენიმე ევროპარლამენტარი უჭერდა მხარს. ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო რაოდენობა, 577 ევროპარლამენტარი, რომლებმაც მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის გატავისუფლება და მისი დაუყოვნებლივ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ასევე, გუშინ ევროპარლამენტში ითქვა, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობა არის რუსი ოლიგარქსი, ბიძნა ივანიშვილის პირადი ვენდეტა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ ქართულ ოცნებაში არავის არ ეძინა, რადგან ეს მათთვის ფაქტობრივად პოლიტიკური განაჩენის ტოლფასია", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

ევროპარლამენტის განაჩენის მოსმენის შემდეგ "ქართული ოცნება" გაბრაზებულია. მმართველ პარტიაში დღეს სრული მდუმარებაა, თუმცა გუშინ ერთი მეორის მიყოლებთ ყველა იმეორებდა, რომ მაღალი რაოდენობის მხარდაჭერით მიღებულ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, რომ ევრო პარლამენტის ავტორიტეტი შეილახა და რომ ეს არის ბიძინაა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობაა.

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების  შესახებ დამტკიცებულია.  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას  პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს. 

დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს  კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.   

 

მსგავსი სიახლეები