Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა - Bloomberg
მრავალწლიანი სასამართლო დავების მიმდინარეობის პერიოდში, წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილის კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი გადაუხადა, - ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს
როგორც Bloomberg წერს, განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა უჯდება ბანკს იურიდიული დავები გლობალურად.
ცნობისთვის, Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ CS Victims შეიქმნა. CS Victims-ის ინფორმაციით, ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. "Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.