გელათის საბჭოს სხდომა ჩაიშალა - მიზეზი წულუკიანის უწყების დემარშია?
გელათის გადასარჩენად ჩანიშნული საგანგებო საბჭოს სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. საპატრიარქოს წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მიზეზი გელათში ჩატარებული დამატებითი კვლევების სრული ანალიზია.
არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ ჩანიშნულ შეხვედრაზე მისვლის სურვილი ყველა მხარეს არ გამოუთქვამს, მათ რიგებში კი სავარაუდოდ, იყო კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც.
"ტვ პირველი" შეეცადა პატრიარქის მოსაყრდისგან მიეღო კითხვებზე პასუხი - რატომ გადაიდო სხდომა, იყო თუ არა მიზეზი წულუკიანთან დაპირისპირება, თუმცა მაღალმა იერარქმა არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მამა გურამ ჭარელაშვილი აღნიშნავს, რომ თემას შესწავლა სჭირდება.
ზოგადად ჯგუფი შეთანხმდა, რომ მასალები საფუძვლიანად წარვადგინოთ და საკითხი მაქსიმალურად სრულყოფილად წარვადგინოთ. სახელმწიფოს ყველა შტოსთან - პრეზიდენტი და პრემიერი ბრძანეთ, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან დისკომუნიკაციას და შეუთანხმებლობას ადგილი არ აქვს"- თქვა სასულიერო პირმა.
რაც შეეხება კუმურდოსა და კარიის ეპისკოპოსს, მამა ნიკოლოზი ამბობს, რომ მასსა და კულტურის მინისტრს შორის საუბარი არ ყოფილა, თუმცა სასულიერო პირისთვის უცნობია, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია თეა წულუკიანს საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს.
"პირველების" კითხვაზე, გახდა თუ არა განხეთქილების მიზეზი გელათის თემაზე საპატრიარქოს მხრიდან წულუკინის გვერდის ავლით პრემიერთან კომუნიკაცია, ეპისკოპოსი ამბობს, რომ "ეს პოლიტიკური საკითხებია, რაშიც ვერ ჩარევა".
არ არის აუცილებელი ერთ ადამიანს მეორესთან დაკავშირებაში რაღაც თანხმობა ვთხოვოთ. ჩვენ გვაქვს უფლება, ნებისმიერ ადამიანთან ვითხოვოთ დაკავშირება. პირადად მეც მაქვს ამის უფლება"- აღნიშნა მეიფე ნიკოლოზმა.
გელათის ირგვლივ არსებულ ვითარებას მამა გიორგი ზვიადაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ ისტორიული ძეგლის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. "ყველა უნდა გაერთიანდეს გელათის გადასარჩენად" - თქვა პროტოპრესვიტერმა.