თუ გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრები, მაშინ გახდით მონები - მიხეილ ყაველაშვილი

16.02.23 13:29
თუ გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრები, მაშინ გახდით მონები - მიხეილ ყაველაშვილი

ივანიშვილის დეპუტატები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას შეურაცმყოფელს უწოდებენ. მიხეილ ყაველაშვილი პირდაპირ ეუბნება საზოგადოებას, რომ თუ გინდათ ევროკავშირის წევრობა, მაშინ უნდა გახდნენ მონები.

ყაველაშვილი ამბობს, რომ ჩვენმა უფროსმა თაობამ იმისთვის იბრძოლა, რომ მსგავსი რეალობები საქართველოში აღარ ყოფილიყო

ეს არის შეურაცმყოფელი რეზოლუცია საქართველოს მიმართ. ეს არ არის ევროპული ღირებულებები და თუ გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრები, მაშინ გახდით მონები, პირდაპირ ვიტყვი. გადაუსვით ყველაფერს ხაზი და გააკეთეთ ის,რ ასაც გეუბნებით. ჩვენმა უფროსმა თაობამ იმისთვის იბრძოლა, რომ მსგავსი რეალობები საქართველოში აღარ ყოფილიყო და ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეს იყო პოლიტ-ბიურო", - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი. 

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების  შესახებ დამტკიცებულია.  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას  პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს. 

დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს  კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.   

 

მსგავსი სიახლეები